11:12 | 2020-10-04 ავტორი: Prime Time

ანტირეკორდი – საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ანტირეკორდი – საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8118-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

 

გამოჯანმრთელდა კიდევ 252 პაციენტი და საერთო რაოდენობა 4244-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.

 

ქვეყანაში კორონავირუსით 50 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

 

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა
2020-10-04საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა

 

 

 

ავტორი: Prime Time

X