09:59 | 2020-08-26 ავტორი: Prime Time

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევების მაჩვენებელი 1436-მდე გაიზარდა.

 

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

 

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 1150-ს შეადგენს.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6018 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –249, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ავტორი: Prime Time

X