11:47 | 2021-07-10 ავტორი: Prime Time

საქართველოში კორონავირუსის აღმავლობა უკვე სახეზეა და კიდევ გაგრძელდება – მაია ბუწაშვილი

საქართველოში კორონავირუსის აღმავლობა უკვე სახეზეა და კიდევ გაგრძელდება – მაია ბუწაშვილი

 

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საქართველოში ეპიდსიტუაციის გამწვავებას ვარაუდობს და აცხადებს, რომ ქვეყანაში დაწესებული რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს, ამის შესახებ ბუწაშვილმაპრაიმტაიმთან“ საუბარისას განაცხადა.

 

„საქართვლოში ეპიდსიტუაციის გაუარესება შეინიშნება, თუმცა ამას სახელად ვირუსის დრამატულ აღმავლობას, ჯერჯერობით, ვერ დავარქმევთ. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ნოემბრის სცენარი არ განმეორება, რადგან ახლა უფრო მეტი იმუნური ადამიანი გვყავს.

 

თუმცა რა თქმა უნდა, საქართვლოში ეპიდსიტუაცია საყურადღებოა და კარგი იქნება, თუ დღეს რა რეგულაციებიც გვაქვს დაწესებული, იმის აღსრულებაზე უნდა მოხდება გამკაცრება. არსებულ რეგულაციებსაც არ ასრულებენ ადამიანები, რაც ვირუსის გავრცელებისთვის ხელშემწყობი ფაქტორია“,- განაცხადა ბუწაშვილმა.

 

კითხვაზე: მოუწევს თუ არა საქართველოს აგვისტოს ბოლოს რეგულაციების გამკაცრება, ბუწაშვილი გვპასუხობს:

 

კორონავირუსის აღმავლობა უკვე სახეზეა და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. თუმცა, ლოგიკურად,  ამ ვითარება, არ უნდა მიაღწიოს იმ ციფრებს, რაც 2020 წლის ბოლოსკენ გვქონდა.

 

თანაც, ივლისში ყველა მცდელობა უნდა იყოს შექმნილი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას, რადგან ვირუსის გადაცემის ჯაჭვები შემცირდეს და ვირუსის ძალიან სწრაფი გავრცელება აღარ გვქონდეს“,- განაცხადა ბუწაშვილმა.

 

შეგახსენებთ, დაწესებული რეგულაციების შემსუბუქების პარალელურად, საქართველოში ეპიდსიტუაცია თანდათან უარესდება, ამიტომ ინფექციონისტები არ გამორიცხავენ, რომ საქართველო ისევ მკაცრი შეზღუვების რეჟიმში დაბრუდნეს.

ავტორი: Prime Time

X