14:21 | 2020-03-14 ავტორი: ანეტი მიქელაძე

საქართველოში კორონავირუსის ე.წ. „მესამეული გადაცემა“ გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის ე.წ. „მესამეული გადაცემა“ გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო 5 შემთხვევა უკავშირდება იტალიაში მოგზაურობის ისტორიას. გამყრელიძის თქმით, საქართველოში დადასტურდა ე.წ. მესამეული გადაცემა, ანუ მესამეული გადაცემის შემთხვევა.

„ბოლო 5 შემთხვევა უკავშირდება ისტორიას იტალიასთან. მე არ ჩავურღმავდები დანარჩენ პერსონალურ დეტალებზე ინფორმაციას. 5 შემთხვევა უკავშირდება იტალიას, 30-დან 2 შემთხვევაში ირანში ისტორია, ერთი ესპანეთის, ხოლო დანარჩენი შემთხვევა პირდაპირ ან ირიბად უკავშირეება იტალიას. გვაქვს ე.წ. მესამეული გადაცემა, ანუ კონტაქტის შემდგომი კონტაქტი“ , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

მისი თქმით, მესამეული და მეოთხეული გადაცემის შემთხვევაში საუბარი უკვე ქვეყნის შიდა გადაცემაზეა. ახალი პაციენტები გადაყვანილები არიან ინფექციურში. მათი მდგომარეობა არის მსუბუქი და მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

,,შემთხვევების ზრდა გვექნება. ეპიდსიტუაცია უარესდება, არც ერთ ქვეყანაში გარდა ჩინეთისა დაღმა სვლა არა გვაქვს” – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X