13:11 | 2021-05-23 ავტორი: Prime Time

საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი დადასტურდა? – რა ამბობენ ლუგარის ლაბორატორიაში

საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი დადასტურდა? – რა ამბობენ ლუგარის ლაბორატორიაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ ლუგარის ლაბორატორია ინდური შტამის პირველ სავარაუდო შემთხვევას სწავლობს, ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

 

„შესწავლა მიმდინარეობს, მაგრამ დადასტურებული არ გახლავთ. ჯერ ვერ დავასახელებ, რამდენი შემთხვევა შეიძლება იყოს, თუმცა, ვადასტურებ, რომ შესწავლა მიმდინარეობს.

 

საქართველო გამონაკლისი არაა – ყველგანაა შესაძლებელი, რომ ის გამოვლინდეს. ევროპის ბევრ ქვეყანაში, ისევე, როგორც სამხრეთაფრიკული ან ბრაზილიური, ეს შტამიც გამოჩნდა“, – აცხადებს გამყრელიძე.

 

შეგახსენებთ, კვლევებით დასტურდება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ინდური შტამის შემთხვევაშიც ეფექტიანია.

 

 

ეფექტურია თუ არა Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინა კორონავირუსის ინდური შტამის მიმართ - ახალი კვლევა
2021-05-23ეფექტურია თუ არა Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინა კორონავირუსის ინდური შტამის მიმართ - ახალი კვლევა

 

ავტორი: Prime Time

X