
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებზე დაყრდნობით ერთმანეთს რამდენიმე თვის მონაცემებს ადარებს.
როგორც იგი განამრტავს, ივლისში 100 000 მოსახლეზე დაინფიცირებულთა მაჩვენებელი 0,7 მეათედი იყო, სექტემბერში კი ის 5,3-მდე გაიზარდა.
„ივლისის პირველ კვირაში ჩატარებულია 19440 PCR ტესტირება, აქედან დადასტურებული არის 27. გამოჯანმრთელებული – 36, ინციდენტობის მაჩვენებელი იყო 0,7 მეათედი, ანუ 100 000 მოსახლეზე ინფიცირებული იყო 0,7 მეათედი.
აგვისტოში ჩატარებული იქნა 32034 PCR ტესტირება, დადასტურებული გახლდათ 48, გამოჯანმრთელებული 57 და ინციდენტობის მაჩვენებელი იყო 1,2 მეათედი, ანუ თითქმის ორჯერ არის გაზრდილი დაავადებულთა რაოდენობა 100 000 მოსახლეზე. სექტემბრის თვეში კი ინციდენტობის მაჩვენებელი 5,3 მეათედია“,- განმარტავს მარინა ეზუგბაია.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ 34 შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობა 1684-ს შეადგენს, აქედან გამოჯანრმთელებულია 1315 ადამიანი.























