11:07 | 2020-06-11 ავტორი: Prime Time

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო?! – რას ამბობს პაატა იმნაძე

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო?! – რას ამბობს პაატა იმნაძე

საქართველოში შესაძლოა კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო. ამ ვარაუდს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე „ფორმულას“ ეთერში გამოთქვამს.

 

მისი თქმით, ბოლო 5 ახალი შემთხვევა შესაძლოა, Covid-19-ის მეორე ტალღად ჩაითვალოს.

 

იმნაძე იმედს გამოთქვამს, რომ ამ პროცესს ქვეყანა სწრაფად გააჩერებს.

 

უნდა მოვემზადოთ კორონავირუსის მეორე, უფრო მომაკვდინებელი ტალღისთვის - ჯანმოს რეგიონალური დირექტორი
2020-06-08უნდა მოვემზადოთ კორონავირუსის მეორე, უფრო მომაკვდინებელი ტალღისთვის - ჯანმოს რეგიონალური დირექტორი

 

„თბილისში ხუთი ახალი შემთხვევიდან ოთხის წყარო ჯერჯერობით ვერ დგინდება. კვლევა მიმდინარეობს.

 

უამრავი კონტაქტი უკვე გამოკვლეულია და ზოგი კარანტინში ან თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. ერთ შემთხვევაში ალბათ გავალთ მეტ–ნაკლებად წყაროზე, მაგრამ 4 შემთხვევაში დიდი კითხვის ნიშნებია გავალთ თუ არა წყაროზე.

 

პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მეორე ტალღა, პატარა მეორე ტალღა, რომელიც იმედი გვაქვს, რომ სწრაფად გავაჩერებთ”, – განაცხადა იმნაძემ.

 

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გუშინ საღამოს გამოვლინდა.

 

→ შეგვაშფოთა სიტუაციამ, რომ 5 შემთხვევიდან ამ ეტაპამდე ვერ გავდივართ პირველწყაროზე – ამირან გამყრელიძე

ავტორი: Prime Time

X