10:16 | 2020-04-14 ავტორი: თეონა ყაჭიური

24 ახალი ინფიცირებული – საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 296-მდე გაიზარდა

24 ახალი ინფიცირებული – საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 296-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 296-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ასახულია მთავრობის მიერ შექმნილ გვერდზეც.

 

ბოლო მონაცემებით, 

ქვეყანაში კორონავირუსისგან 68 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.

 

ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი.

 

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდა კომენდანტის საათი.

 

 

10 აპრილს, ლენტეხის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა.

 

დაიხაურა ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.

 

აკრძალულია ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა აფთიაქებისა.

 

საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.

 

აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.

 

განჩინების მიხედვით, რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში;

 

მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე;

 

ასევე, იკრძალება ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილება.

 

ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების ფარგლებში, ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა

 

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სპეცრეისებით ჩამოჰყავთ. ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდს სპეციალურ სივრცეებში გადიან.

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X