
საქართველოში დღეის მონაცემებით 236 დადასტურებული შემთხვევევაა, რომელთაგან 3 შემთხვევა უცხოეთში დადასტურებული კორონავირუსია, რომელიც შემდგომ გადმოიყვანეს საქართველოში.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, უცხოეთში საქართველოს მოქალაქეების დადასტურებული შემთხვევები დღეიდან ცალკე აღირიცხება.
უცხოეთის შემთხვევიდან, საქართველოს 2 მოქალაქეს სომხეთში დაუდასტურდა ვირუსი, ხოლო მესამეს თურქეთში.
კოვიდ-19-სგან საქართველოში 54 პაცინეტი განიკურნა, ხოლო 3 გარდაიცვალა.
ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ის გვერდზე უკვე აისახა.






















