
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 589 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 221 პაციენტი.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.






















