18:11 | 2020-03-11 ავტორი: ალექსი ქამადაძე

საქართველოში კორონავირუსისგან განკურნების პირველი შემთხვევა შესაძლოა ხვალ დადასტურდეს

საქართველოში კორონავირუსისგან განკურნების პირველი შემთხვევა შესაძლოა ხვალ დადასტურდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძეს თქმით, შესაძლოა, საქართველოში კორონავირუსისგან განკურნების პირველი შემთხვევა ხვალ დადასტურდეს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, პირველი პაციენტი, რომელიც შესაძლოა გამოჯანმრთელდეს, სამშობლოში ირანიდან შემოვიდა და მას ინფექციის მსუბუქი მიმდინარეობა ჰქონდა.

 

„გავიდა 14 დღე მისი ავადმყოფობის. ავადმყოფობა მსუბუქ შემთხვევაში, ისევე როგორც ინკუბაციური პერიოდი, 14 დღე გრძელდება. სიმპტომები რადგან მას უკვე აღარ აქვს, ორი დღეა, საერთოდ არანაირი სიმპტომი აღარ აქვს, ამიტომ მოხდება მისი ტესტირება 24 საათის განმავლობაში ორჯერ: ანუ დღესაც და მეორე დღესაც მოხდება კიდევ ტესტირება. თუ ეს ორი პასუხი იქნება უარყოფითი, ის გაეწერება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

11 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის კლინიკურად დადასტურებული 23 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულებს შორის 12 წლის მოზარდია, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X