19:47 | 2020-04-12 ავტორი: ალექსი ქამადაძე

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 67-მდე გაიზარდა. დღეს ვირუსისგან 4 პაციენტი განიკურნა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

 

ეზუგბაიამ მძიმე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ორი პაციენტი იყო მძიმედ, მათგან ერთის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მეორე კი სტაბილურად მძიმეა.

 

ასევე, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

 

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსი ინფიცირებულთა რაოდნება 252 შეადგენს, მათგან 3 გარდაიცვალა, ხოლო 67 გამოჯანმრთელდა.

 

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4925 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 401.

⭕Live: ინფექციურ საავადმყოფოსთან განცხადება კეთდება

⭕Live: ინფექციურ საავადმყოფოსთან განცხადება კეთდება

Gepostet von Prime Time am Sonntag, 12. April 2020

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X