11:09 | 2020-04-02 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ სამი ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ სამი ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ სამი ადამიანი გამოჯანმრთელდა,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

 

„3 ახალი გამოჯანმრთელებული გვყავს, რომლებიც დღის განმავლობაში დატოვებენ კლინიკას. კომენდანტის საათია და დღის მეორე ნახევარში გაწერას ჩვენ ვეღარ ვახერხებთ.

 

საერთო ჯამში, ინფექციურ საავადმყოფოში 22 პაციენტი გამოჯანმრთელდა“, – ამბობს მარინა ეზუგბაია.

 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 130 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X