
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 49 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის ერთი გამოჯანმრთელდა.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 259.






















