
საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას თავად კლინიკა ავრცელებს.
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კი კორონავირუსით დაავადებული სამი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 79 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის კი კლინიკებიდან 11 პაციენტი გაეწერა.






















