
საქართველოში კორონავირუსით 24-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 69 პაციენტი.
საერთო ჯამში, კორონავირუსით ინფიცირებულია სულ 4140 ადამიანი, აქედან გამოჯანმრთელდა 1643 და გარდაიცვალა 24 ინფიცირებული.
კარანტინის რეჟიმში -5255, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 ადმიანი იმყოფება. კოვიდ სასტუმროში მყოფი 640 პირია.






















