10:58 | 2020-11-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

საქართველოში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა – 27 ნოემბერის მონაცემები

საქართველოში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა – 27 ნოემბერის მონაცემები

ბოლო 24 საათის მონაცემების მიხედვით საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 პაციენტი გარდაიცვალა. ამასთან დადასტურდა ინფიცირების 4780 შემთხვევა.

 

ამის შესახებ ინფორმაცია უკვე განახლდა მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე.

 

ქვეყანაში Covid-19 კიდევ 3489-მა პაციენტმა დაამარცხა.

 

დაპნდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ინფიცირების 123470 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 102270 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვმა 1161-ს მიაღწია.  

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X