12:49 | 2020-10-05 ავტორი: Prime Time

საქართველოში კორონავირუსით 53-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 53-ე პაციენტი გარდაიცვალა

დღეს საქართველოში კორონავირუსით მესამე პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 65 წლის ქალია. ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს. მონაცემები stopcov.ge-ზე აისახა.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტს ჰქონდა COVID -19, პნევმონია, ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა, მრავლობითი ლოკალიზაციის, ფილტვის არტერიის თრომბოელმოლია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის უკმარისობა, არტერიული ფჰიპერტენზია, შოკი და კომა.

 

პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

 

პაციენტი გარდაიცვალა 04 ოქტომბერს. აჭარში მკურნალობას გადის: Covid კლინიკებში – 474 პაციენტი, 16 არასრულწლივანი, 20 ორსული.

 

რეანიმაციაში მოთავსებულია – 24 პაციენტი. თავისუფალი საწოლები-40. Covid სასტუმროებში-861, მათ შორის არასრულწლოვანი – 82. აჭარაში ბინაზე 1000-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

 

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 9 სამედიცინო დაწესებულება (კოვიდ კლინიკა, ცხელების ცენტრი). რეგიონში მობილიზებულია 600-ზე მეტი საწოლი. კოვიდ დადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია 7 საკარნტინო სივრცე.

ავტორი: Prime Time

X