
ერთი პაციენტი გუშინ უკვე გაეწერა, მეორე კი დღეს დატოვებს ინფექციურ საავადმყოფოს – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„ერთი პაციენტი გუშინ უკვე გაეწერა, მეორე კი დღეს დატოვებს ინფექციურ საავადმყოფოს. მათ გუშინ უარყოფითი ტესტები ჩაუტარდათ. ხუთი ახალი პაციენტიდან ორი არის ჩვენს ცენრტში, ერთი არის ახალი წყაროდან, ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, მეორე კი ჩვენთან მყოფი ერთ-ერთი პაციენტის ჯგუფიდანაა, არასრულწლოვანია. უკვე 5 ბავშვია ჩვენს ცენტრში, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსის 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან, 3 უკვე გამოჯანმრთელდა.






















