09:47 | 2020-03-27 ავტორი: ანეტი მიქელაძე

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“ ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

 

„34 პაციენტი რჩება ინფექციურ საავადმყოფოში. გვყავს ორი გამოჯანმრთელებული. ჯამში 13 პაციენტი“, – განაცხადა გოგინავამ.

 

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა რამდენიმე წუთის წინ stopcov.ge-ზეც აისახა.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის  79 დადასტურებული შემთხვევაა ამ დროისთვის გამოვლენილი.

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

 

გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს

 

 

 

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X