
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 82-მდე გაიზარდა. კორონავირუსი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 73 წლის პაციენტს დაუდგინდა.
კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის თქმით, ის საფრანგეთიდან ჩამოვიდა და ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
მისივე ინფორმაციით, პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს და მისი მდგომარეობა რთულია. მან თვითდინებით კლინიკას გვიან ღამით მიმართა.
რაც შეეხება მისი ოჯახის წევრებს, რომლებიც ასევე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, მათთან ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
მთავრობის სპეციალურ საიტზე მონაცემები ჯერ არ განახლებულა. იქ ისევ ნაჩვენებია, რომ საქართველოში ინფიცირების 81 შემთხვევა დადასტურდა.






















