
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 394-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 5094 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 547 პირი.
ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ორი პაციენტი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მკურნალობს.






















