11:36 | 2020-03-12 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ პაციენტს ისევ დადებითი პასუხი აქვს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ პაციენტს ისევ დადებითი პასუხი აქვს

საქართველოში პირველ ინფიცირებულ პაციენტს კორონავირუსზე ისევ დადებითი პასუხი აქვს და კლინიკაში რჩება, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

 

„10:30 საათის მონაცემებით, ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 45 პაციენტია მოთავსებული. აქედან, 21 კორონავირუსით ინფიცირებულია. ჩვენ გვაქვს 4 წყარო, აქედან ერთ-ერთის იტალიის მოგზაურთა ჯგუფთან კონტაქტია, ანუ 21-ე პაციენტი არსებული 4 კლასტერიდან არის.

 

გუშინ, დღის პირველ ნახევარში აღებული ტესტით, დაახლოებით, 11 პაციენტზე უაყროფითი პასუხი მივიღეთ. ეს პაციენტები თვითიზოლაციაში, ან საკარანტინო სივრცეში არიან გადაყვანილები. დანარჩენ 15 პაციენტს კიდევ დაემატა 2, 17 პაციენტზე ტესტირება აღებულია. პასუხები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, პასუხი სავარაუდოდ, უარყოფითია. 1-2 საათში ზუსტი პასუხი გვექნება“, – ამბობს ეზუგბაია.

 

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ინფიცირებულ პაციენტს კორონავირუსზე ისევ დადებითი პასუხი აქვს და მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკაში რჩება.

 

„რაც შეეხება 21 ინფიცირებულ პაციენტს, 5 პაციენტს პნევმონია აქვს. ერთ-ერთს შედარებით მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, თუმცა დასტაბილურდა. მისი პნევმონია უკვე საშუალო სიმძიმისაა. ხოლო დანარჩენს 4-ს მსუბუქი მიმდინარეობა აქვს. პროგრესირება ჯერჯერობით, არ შეინიშება.

 

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტს, მას ვირუსი მცირე კონცენტრაციით ისევ აქვს ორგანიზმში, ითვლება, რომ მას ვირუსი ისევ აქვს და გადამოწმება სჭირდება 2-4 დღის ინტერვალში“, – ამბობს ეზუგბაია.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X