10:43 | 2020-03-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში  ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

 

„34 პაციენტი რჩება ინფექციურ საავადმყოფოში. გვყავს ორი გამოჯანმრთელებული. ჯამში 13 პაციენტი“, – განაცხადა გოგინავამ.

 

უახლოეს 48 საათის განმავლობაში, კლინიკაში კიდევ ელოდებიან ტესტირების პასუხებს. ექიმს იმედი აქვს, რომ გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X