15:57 | 2020-04-16 ავტორი: Prime Time

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ექიმების რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ექიმების რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 16 მედიკოსია – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

“ჩვენთან უკვე გვყავს დილის რიცხვით 16 დაინფიცირებული სამედიცინო მუშაკი. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად აუცილებელი კლინიკიდან, არ ვასახელებ. ეს ადამიანები რომ ინფიცირდებიან, ვეღარ მუშაობენ მერე 3-4 კვირა.

 

ეს კადრი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ინტენსიური თერაპიის, რეანიმაციის ექიმები – ისინი თუ ჩვენ „ჩაგვიწვნენ“, ბოდიში ამ ტერმინისთვის, მერე ვინ უნდა მოუაროს ამ ხალხს? რაც ნაკლები გადამდები იქნება ქვეყანაში და ინფექციის გამავრცელებელი, ჯანდაცვის სიტემა იქნება უფრო ძლიერი.“ – განაცხადა „რუსთავი 2-ის“ ეთერში ამირან გამყრელიძემ.

 

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ აღდგომის დღესასწაულზე ტაძრები არ დაიკეტება.

 

ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი

 

ამის შემდეგ, პაატა იმნაძემ მოქალაქეები გააფრთხილა: ნუ წახვალთ ეკლესიაში… ვეღარ დავითვლით კუბოებს!

 

ანდრია ჯაღმაიძე მრევლს მოუწოდებს დაიცვან დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

 

ცნობილია მიზეზი, რატომ არ ჩაატარა პატრიარქმა ფეხთბანვის ტრადიციული რიტუალი

ავტორი: Prime Time

X