
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-14 პაციენტი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფო დატოვა. შესაბამისი ინფორმაცია, მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
ამ დროისთვის ქვეყანას ჯამში 14 გამოჯანმრთელებული ჰყავს – 13 თბილისის ინფექციური საავადმყოფოს, ერთი კი საჩხერის სამედიცინო ცენტრის პაციენტი იყო.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ, ინფექციური საავადმყოფოდან მე-13 პაციენტი გაწერეს. როგორც ინფექციურის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა გამოჯანმრთელებული პაციენტები 2 კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში დარჩებიან.
მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:
- საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა
- 27 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 81-მდე გაიზარდა.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს






















