17:34 | 2020-03-11 ავტორი: Prime Time

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი კვლავ ვირუსის მატარებელია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი კვლავ ვირუსის მატარებელია

კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 50 წლის მოქალაქე, რომელსაც პირველს დაუდგინდა ვირუსი, 2-კვირის შემდეგაც არ გამოჯანმრთელებულა, ტესტმა კვლავ დადებითი პასუხი აჩვენა.

 

„ტესტი გუშინ გაუკეთეს და დადებითი პასუხი აჩვენა. შესაბამისად, ინფიცირებული ვერ ტოვებს კლინიკის ბოქსირებულ პალატას, რადგან ვირუსის გამავრცელებლად ითვლება. განმეორებითი ტესტი კვლავ გაკეთდება და სავარაუდოდ, პასუხი საღამოს გახდება ცნობილი“, – ამბობენ ინფექციურში.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-ს აღწევს.

 

კარანტინის რეჟიმში – 126, ხოლო, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 46 პაციენტი იმყოფება.

ავტორი: Prime Time

X