
16 აპრილის შემდეგ საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.ინფიცირებულთა რაოდენობა 38-ით გაიზარდა.
ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 548 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 17 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 270-ს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ 16 აპრილს საქართველოში კორონავირუსის 34 შემთხვევა დაფიქსირდა.























