
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2700-ს გადააჭარბა.
საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 2758 გახდა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31-ით გაიზარდა და ჯამში 1412-ია.
შეგახსენებთ, ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.






















