
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 7-ით გაიზარდა და ჯამში 155-ს შეადგენს.
შესაბამისი მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 155 ადამიანია. მათგან, 27 უკვე გამოჯანმრთელდა.
კარანტინის რეჟიმში 5526 პაციენტი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 იმყოფება.
- 24 საათში გამოვლინდა კანონდარღვევის 706 ფაქტი. გამოიწერა 2 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ჯარიმა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები






















