
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 388-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამასთან, 388 დადასტურებული შემთხვევიდან გამოჯანმრთელდა 86 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა ოთხი.
კარანტინის რეჟიმში რჩება 4 971, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 519 პირი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.






















