10:58 | 2020-11-09 ავტორი: Prime Time

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 499-ს შეადგენს.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 60 680 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა – 45042.

 

კარანტინის რეჟიმში – 2982, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 4780 ადამიანი იმყოფება. კოვიდ სასტუმროში 2879 ინფიცირებული გადის მკურნალობას.

ავტორი: Prime Time

X