10:14 | 2020-08-10 ავტორი: Prime Time

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1250-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

 

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 10-ით გაიზარდა და 1010-ს შეადგენს.

 

ცნობისთვის, კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში 7068 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 242.

 

ავტორი: Prime Time

X