11:01 | 2020-10-01 ავტორი: სალომე ნეფარიძე

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 448 ადამიანი დაინფიცირდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 448 ადამიანი დაინფიცირდა

დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ 448 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 6 640 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 299 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3 419-ს შეადგენს.

 

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 39-ია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X