
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, სამედიცინო პერსონალი ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომელი არ არის, ამიტომ არ იცის რომელ საავადმყოფოში დაინფიცირდა იგი.
„ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის საბურთალოს კლასტერი, ორი გახლავთ შემოტანილი შემთხვევა. ასევე დიანფიცირებულია კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალი“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბოჭორიშვილის სამ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განმარტა, დაინფიცირებულ ექიმებს ფსიქიური აშლილობის მქონე პაციენტთან ჰქონდათ კონტაქტი.























