
საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ერთი, მე-12 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის თაობაზე stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განთავსდა.
გარდაცვლილი 81 წლის ქალბატონია. 14 მაისის მონაცემებით, ინფიცირებულთა რიცხვი 5-ით გაიზარდა და ჯამში 652 ადამიანია. გამოჯანმრთელებულია 383 ადამიანი, გარდაიცვალა 11, კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 4246 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 394. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები:






















