11:16 | 2020-05-02 ავტორი: სალომე ნეფარიძე

საქართველოში კორონავირუსით მე-8 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მე-8 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, მე-8 პაციენტი გარდაიცვალა.

 

საქართველოში კორონავირუსი 582 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 207 უკვე გამოჯანმრთელდა.

 

საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X