
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე საქართველოში კორონავირუსს 17 ორსული ემსხვერპლა. მათგან 1 ორსული 2020 წელს, ხოლო 16 – 2021 წელს გარდაიცვალა.
NCDC-ის ცნობით, მათ შორის არც ერთი არ იყო ვაქცინირებული. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სრულად ვაქცინირებულ ორსულებში კორონავირუსით ინფიცირება ძალიან დაბალია.
ამასთან, ანგარიშის მიხედვით, ორსულებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა 7 338-ს შეადგენს.
ასევე დაგაინტერესებთ:























