10:55 | 2021-10-09 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

საქართველოში კოვიდინფიცირების 2 884 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი

საქართველოში კოვიდინფიცირების 2 884 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 884 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 814 პაციენტი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა 29 პაციენტი.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 631 563 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 598 468, გარდაიცვალა 9 221 პაციენტი.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X