
საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 623-მდე გაიზარდა – ამის შესახებ სტატისტიკა ოფიციალურ ვებ-გვერდზე STOPCOV.GE-ზეა ასახული.
რაც იმას ნიშნავს, რომ კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 8-ით გაიზარდა.
ჯამში, კორონავირუსისგან 288 ადამიანია გამოჯანმრთელებული.
კარანტინის რეჟიმში – 4723.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 446.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.
დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 615 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, ხოლო 275 გამოჯანმრთელებული. კორონავირუსით გარდაცვლილია 9 ადამიანი.






















