
ბათუმში კორონავირუსით 42 წლის ქალი გარდაიცვალა.
პაციენტის დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, ამიტომ ქალი კოვიდ სასტუმროში გადიოდა მკურნალობის კურსს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია განმარტავს, რამ გამოიწვია პაციენტის გარდაცვალება სასტუმროში.
„დღეს დაფიქსირდა ეს შემთხვევა, ძალიან ცუდი შემთხვევაა. გამოხატული სიმპტომები პაციენტს არ აღენიშნებოდა, თუმცა ეს გახლდათ თრომბოემბოლიური გართულებებით გამოწვეული შემთხვევა“- განაცხადა თამარ გაბუნიამ „პრაიმტაიმის“ კითხვის საპასუხოდ.






















