21:44 | 2021-08-01 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 21:09 საათზე დაფიქსირდა.

 

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 24 კილომეტრში, სოფელი სამებასთან დაფიქსირდა.

 

მიწისძვრის სიძლიერემ, პირველადი მონაცემებით, 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X