09:51 | 2021-08-07 ავტორი: Prime Time

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.- ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

 

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, 4.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი დმანისიდან 25 კილომეტრში, კვლავ სოფელ სამებასთან იყო. მიწისძვრა თბილისის დროით 08:28 საათზე დაფიქსირდა.

 

ცნობისთვის,სოფელ სამებასთან მიწისძვრა დაფიქსირდა დღეს, თბილისის დროით 03:36 საათზეც, ასევე – გუშინ, თბილისის დროით 19:25 საათზე.

ავტორი: Prime Time

X