09:39 | 2020-05-09 ავტორი: Prime Time

საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი – გიორგი გახარია

საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროპის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ანდიურს კუბილიუსის წერილს გამოეხმაურა.

 

გახარია ამბობს, რომ საქართველოში პოლიტკური პატიმრები არ არსებობენ, ხელისუფლება კი აღებულ ვალდებულებებს სრულად შეასრულებს.

 

„საქართველოში პოლტიმატიმრები არ არსებობენ, წერიტილი. საქართველოში პოლიტკური მართლმსაჯულება არ არსებობს. კიდევ ერთი წერტილი.

 

რაც შეეხება ვალდებულებებს, საქართველოს სახელმწიფო ყველა იმ ვალდბეულებას შესრულებს, რომელიც აიღო თავისი სტრატეგიული პარტნიორების წინაშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ლიეტუვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრემიერს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილი გამოუგზავნა, სადაც ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების დაცვის აუცილებლობაზეა საუბარი.

 

საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან ერთად კუბილიუსი ყურადღებას ამახვილებს გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას სისხლის სამართლის საქმეებზეც.

 

კუბილიუს პარლამენტის თავმჯდომარემ წერილობით უპასუხა. აი, რას წერს თალაკვაძე ლიეტუვის ყოფილ პრემიერს ↓↓↓

 

შეშფოთებული ვარ – არჩილ თალაკვაძე ანდრიუს კუბილიუსს ღია წერილით მიმართავს

 

 

ავტორი: Prime Time

X