
ქორწინება და სტატისტიკა ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ მდგომარეობასთან დაკავშირდებით პირდაპირ კავშირშია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, როგორ გამოიყურება ციფრებში საქართველოში გასულ წელს რეგისტრირებულ ქორწინებათა რაოდენობა და რამდენით აღემატება განმეორებით ქორწინების ნაწილში ქალები კაცებს – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
2020 წელს 16 359-მა ქალმა და შესაბამისად, ამდენივე მამაკაცმა იქორწინა. გასულ წელთან შედარებით ქორწინების რაოდენობამ იკლო.
2019 წელს 23 285-მა ქალმა და კაცმა იქორწინა.

რაც შეეხება 2020 წელს განმეორებითი ქორწინების რაოდენობას, 2 070 კაცმა იქორწინა, ხოლო განმეორებითი ქორწინება 2 406-მა ქალმა დაარეგისტრირა.
2020 წლისგან განსხვავებით, გასულ წელს მეორედ ქალებთან შედარებით უფრო მეტმა კაცმა იქორწინა – 3 874 მამაკაცმა და 3 277-მა ქალმა დაოჯახება განმეორებით დაარეგისტრირა.






















