
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
„საქართველოს მთავრობა დღეს მიმართავს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა უკვე მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება. პარლამენტი საგანგებო სხდომას დღესვე გამართავს.






















