00:21 | 2020-03-16 ავტორი: Prime Time

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს – იტალიაში მყოფი ქართველი ექიმი

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს – იტალიაში მყოფი ქართველი ექიმი

„საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს პოლიტიკა და ამ ნახევრად გადადგმული ნაბიჯებიდან, მკაცრ, დრამატულ ზომებზე გადავიდეს“,- ამის შსახებ ქართველი კარდიოქირურგი, ბუბა კალანდაძე „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საუბრობს. კარდიოლოგი უკვე 28 წელის იტალიაში მუშაობს.

 

იტალიაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბუბა კალანდაძე საუბრობს, რომ საქართველომ უფრო მკაცრი ზომები უნდა მიიღოს.

 

„სწორი იყო, რომ თავის დროზე დაიკეტა სკოლები. მაგრამ, ეს საკმარისი არ არის, უნდა დაიკეტოს ყველაფერი, ყველა საჯარო თავშეყრის ადგილი. თითო დღეს აქვს მნიშვნელობა, რომ სიტუაცია კონტროლიდან არ გამოვიდეს და სავალალო შედეგები არ მივიღოთ. სასწრაფოდ უნდა დაიკეტოს რესტორნები და ბარები.

 

სანამ გვიანი არ არის, საქართველომ უნდა მიბაძოს იტალიის მაგალითს, ვიდრე ჯერ კიდევ დაბალია ინფიცირებულთა რაოდენობა. აქ დავაგვიანეთ კარანტინის შემოღება და ძალიან არ მინდა, იგივე მოხდეს საქართველოში. დღესვე უნდა დაკეტოს სახელმწიფომ ყველაფერი, აუცილებელი საჭიროების ადგილების, აფთიაქების და მაღაზიების გარდა.

მკაცრი იზოლაცია და ჰიგიენა – სხვა გამოსავალი არ არსებობს

 

უნდა შეწყდეს ყოველგვარი ზედმეტი გადაადგილება, მოძრაობა. თან, არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშიც ასე იქნება, მერწმუნეთ. გერმანიაც ამ გზას ადგას“,- ამბობს ბუბა კალანდაძე.

 

ცნობისთვის, ამ დროისთვის იტალიაში დაინფიცირებულთა რაოდენობამ 21 ათასს გადააჭარბა. გარდაცვალებულთა რიცხვი კი 1441-ს შეადგენს.

 

რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში 427 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 73.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:   

საქართველომ ვირუსთან ბრძოლაში ევროპის ქვეყნებს აჯობა - შვეიცარიაში მყოფი ემიგრანტი
2020-03-15საქართველომ ვირუსთან ბრძოლაში ევროპის ქვეყნებს აჯობა - შვეიცარიაში მყოფი ემიგრანტი
                    
რას ყვება ქართველი სტუდენტი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა
2020-03-15რას ყვება ქართველი სტუდენტი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

ავტორი: Prime Time

X