
მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა იკრძალება. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უნდა აიკრძალოს სამარშუტო ტაქსების მოძრაობა.
„ხვალიდან აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა, რადგან ეს არის ერთ-ერთი გავრცელების კერა. დარჩება მერიის ტრანსპორტი და მეტრო“, – აცხადებს გიორგი გახარია.
⭕Live: პრემიერ-მინისტრი საგანგებო ბრიფინგს მართავს
⭕Live:პრემიერ-მინისტრი საგანგებო ბრიფინგს მართავს
Gepostet von Prime Time am Dienstag, 17. März 2020






















