20:33 | 2020-04-09 ავტორი: თათია ცუკოშვილი

საქართველოში შეკერილი პირბადეები ლუგარის ლაბორატორიაში მოწმდება

საქართველოში შეკერილი პირბადეები ლუგარის ლაბორატორიაში მოწმდება

საქართველოში შეკერილი პირბადეები ლუგარის ლაბორატორიაში მოწმდება და მისი გამოყენება უსაფრთხოა. ამის შესახებ ,„პრაიმტაიმს” აჭარა ტექსტილის ფინანსურმა დირექტორმა გია ლომინაძემ განუცხადა.

 

„პირბადეები შეკერილია ჩვეულებრივი მარლისგან. ერთი პირბადე 12 ფენა მარლისგან შედგება და უკეთდება რეზინები.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მარლა შემოწმებულია ლუგარის ლაბორატორიაში და სწორედ ამ ლაბორატორიის დასკვნის საფუძველზე მოხდა გადაწყვეტილება იმისა, რომ ეს პირბადეები წარმოებული ყოფილიყო მარლისგან და არა სხვა ნაჭრისგან. პირბადეები ყველანაირად უსაფრთხოა“, – გვითხრა გია ლომინაძემ.

 

საქართველოს აფთიაქებში ქვეყანაში წარმოებული პირბადეების გაყიდვა დაიწყო. თითო ცალი პირბადე 50 თეთრად გაიყიდება და პირველ ეტაპზე, ერთ მომხმარებელზე მაქსიმუმ სამი პირბადე გაიცემა.

 

ბოლო მონაცემებითქვეყანაში კორონავირუსის 218 შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

კორონავირუსისგან განკურნებულების რიცხვი დღითიდღე იზრდება

 

კორონავირუსის შედაგად გარდაცვლილია 3 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 4722 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 408.

 

ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდა კომენდანტის საათი.

 

დაიხაურა ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.

 

აკრძალულია ერთ სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, გარდა აფთიაქებისა.

 

საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.

 

აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.

 

განჩინების მიხედვით, რეკომენდებულია, მრევლი იყოს ეკლესიის ეზოში, ანუ ღია სივრცეში და ასე მიიღოს ლოცვითი მონაწილეობა წმიდა მსახურებაში;

 

მცირე ზომის ტაძრებში დასაშვებია ასევე, წირვა-ლოცვა აღსრულდეს ღია ცის ქვეშ დროებით მოწყობილ ტრაპეზზე;

 

ასევე, იკრძალება ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილება.

 

ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების ფარგლებში, ქორწილებისა და ქელეხების გადახდა აიკრძალა

 

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სპეცრეისებით ჩამოჰყავთ. ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდს სპეციალურ სივრცეებში გადიან.

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

 

  გაიგეთ მეტი შეზღუდვებსა და რეკომენდაციებზე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მარიამ ხითარიშვილი

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X