00:03 | 2021-08-14 ავტორი: Prime Time

საქართველოში შეზღუდვები ამოქმედდა – ნახეთ ყველა რეგულაცია

საქართველოში შეზღუდვები ამოქმედდა – ნახეთ ყველა რეგულაცია

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვები გაამკაცრა.

 

ახალი შეზღუდვები დღეიდან, 14 აგვისტოდან, 4 სექტემბრამდე არის ძალაში.

 

  • შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს;

 

  • სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები; • იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა;

 

  • კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე;

 

  • საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დამსაქმებლებს;

 

ავტორი: Prime Time

X